Monday, July 11, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:სამეფო ოჯახები
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან სამეფო ოჯახებს თანამედროვე მსოფლიოში
3.პროექტის აქტუალობა:პროექტი აქტუალურია რათგან მოსწავლეები მოიძიებენ მათთვის ხელმისაწვდომ მასალებს სამეფო ოჯახების მრავალსაუკოვანი ისტორიის შესახებ.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნობიან თანამედროვე მსოფლიოს მონარქიებს,რომლებიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა. ასევე მიიღებენ ცოდნას იმ ძველი სამეფო ოჯახების შესახებ რომლებიც აღარ არსებობენ(მათ შორის ქართული სამეფო ოჯახი)
5.მონაწილეთა ასაკი:14-15წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მიიღებენ ღრმა ცოდნას სამეფო ოჯახების ისტორიის შესახებ.საუკუნეების განმავლობაში მათი აღზევების და შემდგომ დაცემის ამბებს,გაეცნობიან მომავალ მემკვიდრეებს.გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,მასალის დამუშავების,ჯგუფურად მუშაობის უნარ-ჩვევა. მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციებს განვათავსებთ ბლოგზე
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი. ბნ76
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):a.მისალმება,კლასის ჯგუფებად დაყოფა და ინტერნეტში მასალის მოძიება.
b.კითხვა-პასუხი
c.ლექსიკაზე დაკვირვება
d.პრეზენტაცია
e.შეფასება
f.საშინაო დავალება
მისალმების შემდეგ ვიწყებ:დაფაზე დავწერ სიტყვას "სამეფო ოჯახები",ბავშვებს ვთხოვ მომაწოდონ ინფორმაცია,რაც იციან სამეფო ოჯახების შესახებ,რომელი სამეფო ოჯახები იციან,რომელ ქვეყნებშია მონარქიული წყობა.ვთხოვ გაამახვილონ ყურადღება უცხო სიტყვებზე.ვარჩევთ ახალ მასალას,უცხო სიტყვებს,ფრაზებს.შემდეგ ვყოფ ჯგუფებად,ორ-ორი ბავშვი თითო ჯგუფში,შედგება სამი ჯგუფი.თითო ჯგუფს ეყოლება ლიდერი.ჯგუფებს ვაძლევ ჩემს მიერ მომზადებულ ბარათებს სხვადასხვა შეკითხვით.a.find out some information about royal families?
b.find out some information about history of each royal family?
c.find out how many royal family exist nowadays and give some information about them.
თითოეულ ჯგუფში ხდება პროექტის გეგმის შემუშავება. ჯგუფები გაინაწილებენ საკითხებს,თუ რა თემაზე იმუშავებს თითოეული მათგანი.ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას ზოგადად სამეფო ოჯახების შესახებ,მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას თითოეული ოჯახის შესახებ(მაგ.ინგლისი,ესპანეთი) მესამე კი მოიძიებს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამდენი სამეფო ოჯახი არსებობს ჩვენ დროს.ყველა ინფორმაციის მოძიება ხდება, საჭირო ლიტერატურის და ინტერნეტის დახმარებით. შემდეგ ხდება მისი პრეზენტაცია.ჯგუფის წევრები კითხვებს უსვავენ ერთმანეთს და აფასებენ ერთმანეთის ნამუშევარს.შემდეგ ვუჩვენებ სურათებს სხვადასხვა ქვეყნების მეფეებისა და დედოფლებისა.შემდეგ ვუკეთებ კომენტარებს ჯგუფებს,თუ რომელმა უკეთ გაართვა თავი დავალებას,რომლის მოპოვებული ინფორმაცია უფრო საინტერესო იყო,რომელმა ჯგუფმა უფრო კარგად მოგვაწოდა ინფორმაცია.ამ კომენტარების მიხედვით ხდება შემდგომ მათი შეფასება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ლიტერატურა-ლექსიკა,წარმოთქმა,კითხვა,წერა
ხელოვნება- ბავშვები შეეცდებიან შეასრულონ ნახატი რომელიმე მეფის ან დედოფლის
ისტ-ი: ისტის გამოყენება ყველაზე სასურველი და შედეგიანი საშუალებაა.ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ მასალებს,ატვირთავენ ფაილებს და ა.შ
ისტორია- ისტორიული მასალები
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): სოფო ღვინიაშვილი
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:sofogviniashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:sofogviniashvili.blogspot.com